მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებებია

5ec4e0116dde9
ვიქტორია მღებრიშვილი
20.05.20 11:55
858
თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებებია. მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ახალი მოადგილის პოსტზე ანდრია ბასილაია წარადგინა. ის თბილისის მერიაში ურბანულ სამსახურს ხელმძღვანელობდა. ბასილაიამ ამ პოსტზე სოფიო ხუნწარია ჩაანაცვლა.

"ანდრია ბასილაია 2017 წლიდან არის ჩვენი გუნდის წევრი. ანდრია სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობებზე იყო დღემდე. ის პროფესიით არის ეკონომისტ-პოლიტოლოგი. დამთავრებული აქვს ნიუ-იორკის წმინდა ლაურენსის უნივერსიტეტი, მანამდე კი ვესტთაუნის სკოლა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მინდა, მას წარმატებები ვუსურვო; დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთიანი ძალისხმევით ბევრ მნიშვნელოვან და საკეთილდღეო პროექტს განვახორციელებთ და ბევრ საინტერესო პლატფორმებს შევთავაზებთ კულტურის, ხელოვნების და სპორტის წარმომადგენლებს. 

ანდრია აქამდე ხელმძღვანელობდა ურბანულ სამსახურს; ეს ცვლილებები ცოტა ხნის წინ განხორციელდა, მანამდე ურბანული სამსახურის ხელმძღვანელი იყო გიორგი ებანოიძე, რომელიც დღეს ესწრება მთავრობის სხდომას. გიორგიმაც ჩვენთან ერთად განიცადა წინსვლა; სხვადასხვა თანამდებობებზე ხდებოდა მისი წამოწევა მისი პროფესიონალიზმის გამო, შესაბამისად, გიორგი დაწინაურდა და ის თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს", - განაცხადა კალაძემ.

ცვლილებებია მერიის ურბანულ სამსახურშიც. 

"რაც შეეხება ურბანულ სამსახურს, მას უხელმძღვანელებს ვიქტორ წილოსანი. მინდა წარმატებები ვუსურვო, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამსახური, არსებობს გამოწვევები ამ მიმართულებით. თქვენ იცით, ჩვენი დამოკიდებულება რამდენად მნიშვნელოვანია მოხდეს ქალაქის სწორი ურბანული განვითარება ურბანული განვითაარების თვალსაზრისით და არ დავუშვათ და არ მივიღოთ ის კატასტროფა, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არ დავუშვათ ქალაქის არასწორი განვითარება“, - განაცხადა მერმა.