მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერიის ავტომობილის 35-ლიტრიან ავზში 3 საათის განმავლობაში 221 ლიტრი საწვავი ჩაასხეს - აუდიტი

60ba732a3ceb5
თამთა ჯიჯავაძე
04.06.21 22:27
11197
2017- 2018 წლებში თბილისის მერიის კუთვნილ ავტომობილებში ავზის მოცულობაზე გადაჭარბებული რაოდენობის საწვავის ჩასხმის ფაქტები დაფიქსირდა. ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების აუდიტის 2017-2018 წლების ანგარიშშია აღნიშნული.

როგორც დოკუმენტში წერია, 2017-2018 წლებში სულ გამოვლინდა 632 მსგავსი შემთხვევა, რა დროსაც ავტომობილის ავზის მოცულობაზე გადაჭარბებით ჩასხმულია 57.7 ათასი ლარის ღირებულების 29.0 ათასი ლიტრი საწვავი.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში ნათლად ჩანს რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ერთსა და იმავე ავტომობილში ავზის მოცულობაზე გაცილებით მეტ საწვავს ასხამდნენ. მაგალითად, 2018 წლის 31 მაისს, დაახლოებით სამი საათის განმავლობაში ერთსა და იმავე მანქანაში სხვადასხვა სადგურზე 221 ლიტრი საწვავი ჩაასხეს.


„შესამოწმებელ პერიოდში გამოიკვეთა თბილისის მერიისა და გამგეობის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დროის მცირე მონაკვეთში არაერთგზის და ავზის მოცულობასთან შედარებით შეუსაბამოდ მეტი ოდენობით საწვავის ჩასხმის ფაქტები. ავტომობილებში ავზის მოცულობაზე მეტი საწვავის ჩასხმის ცალკეული მაგალითი“, - წერს აუდიტი.

ამას გარდა, აუდიტის სამსახურის დასკვნით, თბილისის მერიასა და გამგეობებში დასაქმებულების მიერ სამსახურებრივი ავტომობილებით სარგებლობა და გადაადგილება შესაძლოა არ უკავშირდებოდეს სამსახურებრივ საჭიროებებს და, მინიმუმ, 100.7 ათასი ლარის ღირებულების, 51.6 ათასი ლიტრი საწვავი გახარჯული იყოს არასამსახურებრივი დანიშნულებით.