მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერიის და საკრებულოს მაღალი თანამდებობის პირები stopcov ფონდში თანხებს გადარიცხავენ

5e872c4b9188e
ინგა მურუსიძე
03.04.20 16:45
546
თბილისის მერიის და საკრებულოს მაღალი თანამდებობის პირები stopcov ფონდში თანხებს გადარიცხავენ, - ამის შესახებ თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებაშია ნათქვამი.

“ბოლო დღეების და კვირების განმავლობაში, ძალიან ბევრი ადამიანი მოდიოდა და კითხულობდა, თუ როგორ შეეძლო მიეღო მონაწილეობა, რათა გაეწია დახმარება იმ ოჯახებისთვის, ვისაც დღეს ჩვენი მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდება. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ უკვე დიდი ხანია, ჩვენ ყველა, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად ვებრძვით უხილავ მტერს, რომელიც არის რთული, მომაკვდინებელი და რაც ყველაზე მძიმეა, ის არ ჩანს - მას კორონავირუსი ჰქვია. შესაბამისად, მე კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რომ მაქსიმალურად გავითავისოთ ყველა ის რჩევა და გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ.

ბუნებრივია, ამ მძიმე სიტუაციაში, როდესაც ჩვენს ქალაქს, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მოქალაქეებს მხარდაჭერა და სოლიდარობა სჭირდებათ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირები და ჩემი თანაგუნდელები თბილისის საკრებულოდან, მზადყოფნას გამოვთქვამთ შევუერთდეთ ამ ინიციატივას. ამასთანავე, დამატებით, ჩვენ ყველანი, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმუმს გავაკეთებთ ამ გამოწვევასთან გასამკლავებლად”, - ნათქვამია კალაძის განცხადებაში.

კალაძე თანაგუნდელებს მოუწოდებს, შეუერთდნენ სოლიდარობის ამ აქტს.