მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერიის განცხადება

5d84ddfa8534d
BM.GE
20.09.19 18:08
1198
"ტექნიკური სამუშაოების გამო, 21 სექტემბრის 21:00 საათიდან 22 სექტემბრის 09:00 საათამდე სრულად გაითიშება მერიის სასერვერო ინფრასტრუქტურა. აღნიშნულის შედეგად ვერ იმუშავებს მუნიციპალური ცხელი ხაზი" -ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მათი თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში მერიის დისტანციური მომსახურების სამსახურის თანამშრომლები პირადი ტელეფონებით კონტაქტზე იქნებიან მხოლოდ საპატრულო და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურებთან.

ქალაქ თბილისის მერია ბოდიშს უხდის მოქალაქეებს შექმნილი დისკომფორტისთვის.