მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერიის მხარდაჭერით, FIFA 2020 კიბერლიგა ტარდება

5eb812fa59776
BM.GE
10.05.20 18:37
1312
თბილისის მერიის მხარდაჭერით, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო, სხვადასხვა სპორტული და საგანმანათლებლო აქტივობა დისტანციურად მიმდინარეობს - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ხდება ცნობილი. განცხადების მიხედვით, კიბერსპორტის 7 სახეობაში გაიმართება ჩემპიონატი, მათ შორისაა ვიდეო თამაში FIFA 2020-იც. 

კიბერსპორტის ხელშეწყობა - თბილისის მერიის განცხადება:

"პროექტი ითვალისწინებს კიბერლიგას - ონლაინ ჩემპიონატს კიბერსპორტის 7 სახეობაში, „თბილისის თასი 2020“ ონლაინ და საქართველოს E ლიგა (FIFA 2020). ასევე, ონლაინ გადაცემებს, რომელიც მოიცავს კულინარიის ონლაინ კურსებს და ონლაინ სპორტულ აქტივობებს (იოგა სახლის პირობებში მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის; ფუნქციონალური ვარჯიში სახლის პირობებში;).

გადაცემებს ყოველდღე, 12:00 საათზე, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ფეისბუქ გვერდზე იხილავთ. პროექტის ფარგლებში, სულ 48 გადაცემა ჩატარდება.

• ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი, 12:00 საათი - იოგა სახლის პირობებში მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის;

• სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი, 12:00 საათი - ფუნქციონალური ვარჯიში სახლის პირობებში;

• შაბათი-კვირა, 12:30 საათი - კულინარიის ონლაინ კურსები.

სპორტული და საგანმანათლებლო აქტივობების გარდა, დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, ონლაინ აქტივობები კულტურის მიმართულებითაც ხორციელდება.

აღნიშნული პროექტები გაგრძელდება ივნისის ბოლომდე და მასში უშუალოდ ჩართული იქნება 5 000-მდე მონაწილე. აქტივობების მიზანია, რომ ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის დროს შესრულებული იქნას სახელმწიფოს უმთავრესი რეკომენდაცია #დარჩი სახლში,"- ნათქვამია განცხადებაში.