მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერიის წარმომადგენელმა პარლამენტთან გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა

5dd29542f2f32
თელარა გელანტია
18.11.19 16:56
876
თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა ლევან ჯღარკავამ რამდენიმე წუთის წინ პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებთან დედაქალაქის მერიის სახელით გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა.

ამის შესახებ ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

„როგორც კანონმდებლობა ითვალისწინებს „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, გთხოვთ სავალი ნაწილი დაუყოვნებლივ იქნეს გათავისუფლებული“, - განუცხადა ლევან ჯღარკავამ აქციის მონაწილეებს.

მერიის წარმომადგენელმა აქციის მონაწილეებს სავალი ნაწილის გასათავისუფლებლად ნახევარი საათი მისცა.