მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი გარდაცვლილი იპოვეს

6297162c29010
თელარა გელანტია
01.06.22 11:31
10979
თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

ილია ელოშვილის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

როგორც bm.ge-ს შსს-ში განუცხადეს, ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

ილია ელოშვილს თბილისის მერის მოადგილე 2017 წლიდან იყო. სხვადასხვა პერიოდში იყო ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე და ასევე მცირე ხნით ენერგეტიკის მინისტრის პოსტიც ეკავა.

სამსახურებრივი საქმიანობა

2017 - 2021 - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე

2017 - 2017 - ენერგეტიკის მინისტრი

2016 - 2017 - საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე

2016 - საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი

2012 - 2016 - საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე

2011 - 2012 - ამერიკის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) პროექტი Tetra Tech Inc-ი, ხელმძღვანელის მოადგილე

2010 - 2011 - შპს “ნიუ ენერჯი”, ტექნიკური დირექტორი

2008 - 2010- ფონდი „ათასწლეულის გამოწვევა საქართველო“, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე

2008 - შპს “ვისოლის გაზის სადისტრიბუციო კომპანია“, გენერალური დირექტორი

2007 - 2008 - შპს “ვისოლ პეტროლიუმი”, გენერალური დირექტორის მოადგილე

2007 - ფონდი “ ათასწლეულის გამოწვევა საქართველო”, მთავარი აღმასრულებელი ოფიცერის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი

2006 - 2007 - ფონდი „ათასწლეულის გამოწვევა საქართველო“, ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის დირექტორი

2005 - 2006 – „გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგო კომპანია/ PA Consulting Group“-ი, დასავლეთ რეგიონის დირექტორი

2004 - 2005 – „გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგო კომპანია/ PA Consulting Group“- ი, დასავლეთის ცენტრალური რეგიონის დირექტორი

2003 - 2004 - შპს “გორგასალი”, კომერციული მენეჯერი

2000 - 2003 - შპს “ოსტორ - ნიდერლანდები”, კონსულტანტი.