მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერობისთვის კახა კალაძე და ნიკა მელია იბრძვიან

617beb1d20cb1
ინგა მურუსიძე
30.10.21 08:00
629
დღეს საქართველოს რამდენიმე ქალაქსა და მუნიციპალიტეტში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური იმართება. მოსახლეობა მერებს - 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში, ხოლო 24 საარჩევნო ოლქში საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს ირჩევს.

მეორე ტური იმართება თბილისშიც, სადაც ერთმანეთს „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი კახა კალაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ და ასევე გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი - ნიკა მელია დაუპირისპირდებიან.

არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებისთვის თითოეულ კანდიდატს 50%-ს+1 ხმა სჭირდებოდა, ხოლო არჩევნების მეორე ტურში იმარჯვებს ის კანდიდატი, რომელიც ამომრჩევლის მეტ მხარდაჭერას მოიპოვებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში კახა კალაძემ 45,6%-იანი მხარდაჭერა მიიღო, ხოლო ნიკა მელიამ - 34,11%-იანი.