მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის „მეტროპოლიტენი“ 21 სექტემბრამდე კვლავ 23:00 საათამდე იმუშავებს - განცხადება

5ef9b54b91e26
თელარა გელანტია
29.06.20 13:31
964
მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან 21 სექტემბრამდე, თბილისის „მეტროპოლიტენი“ მგზავრებს კვლავ შემცირებული სამუშაო გრაფიკით მოემსახურება.

როგორც bm.ge-ის თბილისის მერიიდან აცნობეს, მეტროს ენერგოუსაფრთხოებისა და სავენტილაციო სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადის გადაწევა გლობალური პანდემიის ფარგლებში დაწესებულმა შეზღუდვებმა გამოიწვია.

„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კონტრაქტორმა კომპანიამ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადის გახანგრძლივება მოითხოვა. მეტროს ძალოვანი კაბელებისა და გამნიავებელი სისტემების დროული შეცვლის მიზნით, თბილისის „მეტროპოლიტენის“ სამუშაო გრაფიკი კვლავ 06:00-დან 23:00 საათამდე შენარჩუნდება.

აღნიშნული მასშტაბური სამუშაოები მეტროს ენერგოუსაფრთხოების გამართული მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით, 2019 წლის პირველ ივლისს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, 450 კმ სიგრძის ძალოვანი კაბელი და 32 გამნიავებელი იცვლება“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.