მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა დროებით შეჩერებულია

6277c4b9c629e
BM.GE
08.05.22 17:23
1752
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა დროებით შეჩერებულია - ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია აკეთებს. 

"შეფერხება მეტროს ღია უბანზე ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია. ადგილზე უკვე მუშაობს შესაბამისი სამსახურის ჯგუფი და უახლოეს პერიოდში პირველი ხაზი მუშაობას განაახლებს.

რაც შეეხება საბურთალოს ხაზს, მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშის გიხდით დისკომფორტისთვის,"- ნათქვამია განცხადებაში.