მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თბილისის მიკროავტობუსი", სამომავლოდ, მძღოლებთან ახალი პირობებით ითანამშრომლებს

5df0e27fa5277
თათია ჩაფიჩაძე
11.12.19 16:33
1225
ავტოპარკის ახალი მიკროავტობუსებით ჩანაცვლების შემდეგ, კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ მძღოლებთან ავტომობილების გამოსყიდვის სქემით აღარ იმუშავებს, - ეს განცხადება კომპანიის ხელმძღვანელმა დავით ასანიძემ ჟურნალისტებთან გააკეთა და დასძინა, რომ ის მძღოლები, ვისაც გამოსყიდვის პერიოდი უწევთ, დადგენილი პირობებით ისარგებლებენ.

საქმე იმაშია, რომ დღეს არსებული კონტრაქტის ფარგლებში, მძღოლებს უფლება ჰქონდათ, 7 წლის შემდეგ კომპანიისგან მიკროავტობუსები გამოესყიდათ, თუმცა როგორც ირკვევა, თბილისის მერიის მიერ ახალი მიკროავტობუსების შესყიდვის შემთხვევაში, ეს პირობა არ იქნება.

ცნობისთვის: როგორც დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, „თბილისის მიკროავტობუსთან“ მიღწეულია შეთანხმება, რომლის თანახმად, თბილისის მერია 30 მილიონი ლარის ღირებულების 300 მიკროავტობუსის შეძენას გეგმავს, რის შედეგადაც "ყვითელი მიკროავტობუსების" ნაწილი ჩანაცვლდება. კომპანიაში განმარტეს, რომ მერიის მიერ შესყიდული მიკროავტობუსების გამოსყიდვა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი კომპანიას ფინანსური გაუმჯობესება ექნება.

„ის მანქანები, ვისაც ჩანაცვლებამდე უწევთ გამოსყიდვა, მძღოლებს გადაეცემათ ჩვეულებრივად. ვისაც ცოტა ვადა ექნება დარჩენილი, იმ ვადას გადავუთვლით თანხაში და მინიმალური თანხები ექნებათ დასაფარი. თუ სურვილი არ ექნებათ მანქანის გაყვანის, შევაფასებთ იმ მანქანას, რაც ეღირება იმ მომენტისთვის, ვთქვათ 10 ათასი ღირდა და დარჩა დასაფარი 2000, 8 000 ლარს მივცემთ ან 2000 ლარს დაამატებს და წაიყვანს, თუმცა ახალ მიკროავტობუსებზე ეს სქემა აღარ იქნება. თუ ახალ მანქანებს ჩავანაცვლებთ, არ ვფიქრობთ, რომ გამოსყიდვის უფლებას დავტოვებთ. მანქანებს ჩვენ მოვუვლით. დავუშვათ, ერთი წლის მერე დადგა ის მომენტი, როდესაც კომპანიას გამოსყიდვის საშუალება გაუჩნდა; ასეთ შემთხვევაში, იმ წუთში რაც იქნება ნარჩენი ღირებულება, შეფასდება და იმის მიხედვით გამოვისყდით. მაგალითისთვის ვთქვათ, რომ 30 მლნ ლარი გადაიხადა მერიამ, ცვეთა ხომ დაერიცხება 1 წლის შემდეგ და გაცვდა მაგალითად 5 მლნ-ით, 1 წლის შემდეგ გადავიხდით 25 მლნ-ს. ეს ცვეთა ბიუჯეტმა კი არ წააგო, ხალხს მოხმარდა. ამ თანხის დაკლება აკომპენსირების ტარიფის დაბალ ფასს”, - განაცხადა ასანიძემ.