პირველი რესპუბლიკის მოედანზე დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. ცერემონიას თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო.
დედაქალაქის მერის განცხადებით, საახალწლო ღონისძიებები ყოველდღიურად, 13 იანვრის ჩათვლით პირველი რესპუბლიკისა და ორბელიანის მოედნებზე გაიმართება.
„მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ღონისძიების მომზადებაში იყო ჩართული, მადლობა ყველა აქ მოსულ ადამიანს, მადლობა მათაც, რომელთაც გულით უნდოდათ მოსვლა და ვერ მოახერხეს. დღეიდან 13 იანვრის ჩათვლით ყოველდღე შესაძლებელია მობრძანდეთ აქ, საახალწლო სოფელში, სადაც 12:00 საათიდან 00:00 საათამდე გელოდებათ სხვადასხვა საინტერესო კონცერტი, წარმოდგენები, მულტფილმების გმირები. ქალაქში ორი ლოკაცია იქნება: პირველი რესპუბლიკის მოედანი და ორბელიანის მოედანი, სადაც საახალწლო ღონისძიებები გაიმართება და შეგიძლიათ, თქვენს შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად მობრძანდეთ“, - განაცხადა კახა კალაძე.
მისივე თქმით, მაქსიმალურად შეეცადნენ, რომ დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე ბუნებრივ ნაძვის ხესთან ყოფილიყო მიმსგავსებული, რაც მსოფლიოში ტრენდს წარმოადგენს.
ღონისძიება საგანგებო წარმოდგენით გაიხსნა, რომელმაც მაყურებელი ზღაპრული მატარებლით დროში ამოგზაურა. ცნობილმა არტისტებმა საყვარელი საბავშვო ფილმების გმირები გააცოცხლეს.
წარმოდგენის რეჟისორი იყო ნიკოლოზ შველიძე, კომპოზიტორი - მიხეილ მდინარაძე, ხოლო ქორეოგრაფები ანჟელა თოხაძე და ნატალია კიკალეიშვილი.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ნინო ქათამაძე, ლევან მასპინძელაშვილი, დუტა სხირტლაძე, ნატალია ქუთათელაძე, რუსკა მაყაშვილი, მიშო ჯავახიშვილი, ეკა დოლიძე, ნიკო ვასაძე, თბილისის ბავშვთა კაპელა, ანსამბლი „ბზიკები“ და ნინო ანანიაშვილის ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სკოლა.
წარმოდგენა ფოიერვერკით დასრულდა. თბილისის მერმა პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფელიც დაათვალიერა.
მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონიალს საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, თბილისის მერის მოადგილეები: სოფიო ხუნწარია, მაია ბითაძე, ილია ელოშვილი, ირაკლი ბენდელიანი, ასევე საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები, პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის