მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მთავრობა სესხად აღებულ €57 მილიონს "მდგრადი ურბანული მობილობის" პროექტზე დახარჯავს

6287769de8954
შოთა ტყეშელაშვილი
20.05.22 15:11
1029

თბილისის მერია გერმანიის განვითარების ბანკ KFW-სგან მოზიდული სესხით 57 მილიონი ევროს - 177 მილიონი ლარის მდგრადი ურბანული მობილობის პროექტზე დახარჯვას გეგმავს. პროექტის უდიდესი ნაწილი - 47 მილიონი ევრო სესხს წარმოადგენს, 10 მილიონი ევრო კი თავად მერიის თანამონაწილეობის მოცულობა იქნება. 

ამჟამად თბილისის მერია პროექტის აღწერილობის მომზადებისთვის საკონსულტაციო ორგანიზაციას ეძებს, რისთვისაც მერიამ ბაზრის მოკვლევა დაიწყო. პროექტის მიზანს ქალაქში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის განვითარება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მხარდაჭერა წარმოადგენს. 

“KFW-ს და გერმანიის ფინანსური თანამეგობრობის მხარდაჭერით ხორციელდება "მდგრადი ურბანული მობილობის" პროექტი, რომლის ფარგლებში გერმანიის ვაჭრობისა და ინვესტიციების ელექტრონულ სატენდერო პორტალზე გამოცხადა პრეკვალიფიკაციური ტენდერი საკონსულტაციო მომსახურების მოძიებასთან დაკავშირებით. 

აღნიშნული საკონსულტაციო მომსახურების პრეკვალიფიკაციური ტენდერის მიზანია პროექტის განხორციელება და თანმხლები ღონისძიებების გატარება, რომელშიც იგულისხმება იმპლემენტაციის შემდგომ ინფრასტრუქტურის მდგრადი ოპერირების მხარდაჭერა და სამუშაო პროცესების გამართვა, რომელიც უკავშირდება ახლად შეძენილ ტექნიკას და პროგრამულ უზრუნველყოფას.

პროექტის სავარაუდო ჯამური ღირებულება დაახლოებით 57,06 მილიონი ევროა. პროექტი დაფინანსებულია გერმანიის კლიმატისა და ტექნოლოგიების ინიციატივის (DKTI) ფარგლებში. შესაბამისად, სათბურის გაზების შემცირება (GHG) არის პროექტის მთავარი მიზანი, პროექტის დაგეგმვა და შემუშავება ეხმიანება სათბური გაზების GHG მაქსიმალური შემცირებისთვის, ასევე გარემოზე ზემოქმედების მონიტორინგი და ანგარიშგება აღნიშნული პროექტის განუყოფელი ამოცანებია.

პროექტის ფარგლებში დაფინანსდება შემდეგი ღონისძიებები:

· არსებული გონიერი სატრანსპორტო სისტემის (ITS) განვითარება

· ეკოლოგიურად მეგობრული სატრანსპორტო რეჟიმების გაფართოება (საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ველოგადაადგილება და საფეხმავლო ქსელი) და" მწვანე ურბანული დიზაინისა და მობილობის " დერეფნების შემუშავება.

საკონსულტაციო მომსახურებაში შედეგის შემდეგი ამოცანები:

კონსულტანტის ამოცანაა დამსაქმებლის მხარდაჭერა პროექტის მომზადებისა და განხორციელების დროს. ეს უნდა შეიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს:

1. წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების კრიტიკული მიმოხილვა და შემოთავაზებული საინვესტიციო გეგმის განახლება.

2. შერჩეული ღონისძიებების დეტალური დაგეგმვა და დიზაინი.

3. შესყიდვა (ტენდერის მომზადება და შესრულება).

4. დამსაქმებლის მხარდაჭერა პროექტის განხორციელების დროს, მათ შორის სამშენებლო ზედამხედველობა.

5. შესაძლებლობების განვითარება და ტრენინგები.

6. დაინტერესებულ მხარეთა/საზოგადოების ჩართულობისა და მონაწილეობის ხელშეწყობა.

7. თანმხლები ღონისძიებების მომზადება და განხორციელება,” - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ბაზრის მოკვლევის დოკუმენტში.