მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თბილისის მუზეუმების რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია“ – მუზეუმების გაერთიანება

64620677232a8
ნანუკა ნარიმანიძე
16.05.23 09:30
611
თბილისის მუზეუმების რეაბილიტაცია ძალიან აქტიურ ფაზაშია - ამის შესახებ "მუზეუმების გაერთიანების" გენერალური დირექტორმა ნინი სანადირაძემ გადაცემა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას განაცხადა.

„თბილისის მერიის ჩართულობით მიმდინარეობს მუზეუმების რეაბილიტაცია, ლაპარაკია მერაბ კოსტავას მემორიალურ მუზეუმსა და ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმზე, რომელიც ჩუბინაშვილის ქუჩაზე მდებარეობს“, - განმარტა მან.

ამასთან, გენერალური დირექტორის თქმით, იგეგმება თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმის რეაბილიტაციაც.

„აქტიურად ვემზადებით ყველასთვის საყვარელი თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმის რეაბილიტაციისთვის, რომელიც ასევე თბილისის მერიის ჩართულობით განხორციელდება“,- დასძინა მან.

გარდა ამისა, „მუზეუმების გაერთიანება“ 18 მაისიდან მუზეუმების კვირეულის გამართვას გეგმავს, სადაც მომხმარებელს ძალიან ბევრი სიახლე ელოდება.

„ჩვენი ვიზიტორებისთვის გვაქვს ბევრი საინტერესო სიახლე და სიურპრიზი, კვირის განმავლობაში მუზეუმებში დაგხვდებათ საგანმანათლებლო პროგრამები, აუდიო გიდების ქართულ-ინგლისური ვერსიის წარდგენა და მწერლების გამოცემების პრეზენტაციები“, - ამბობს ის.

ცნობისთვის: „თბილისის მუზეუმების გაერთიანება“ 2016 წლის 29 ივლის დაარსდა, შემადგენლობაში 9 მუზეუმი და 11 მნიშვნელოვანი შენობაა გაერთიანებული.2023 წლის ევროპის წლის მუზეუმის [European Museum of the Year Award, EMYA] დაჯილდოებაზე, კატეგორიაში - სპეციალური აღნიშვნის პრიზი - ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულმა მემორიალურმა მუზეუმმა გაიმარჯვა.