მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მარტის თვეში დაგეგმილი სპექტაკლები გადატანილია

5e5d553abf218
BM.GE
02.03.20 22:45
1212
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მარტის თვეში დაგეგმილი სპექტაკლები გადატანილია. შესაბამის განცხადებას თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი "ფეისბუქზე" ავრცელებს:

"ძვირფასო საზოგადოება, გაცნობებთ რომ კორონა ვირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული ახალი რეკომენდაციების საფუძველზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მარტის თვეში დაგეგმილი სპექტაკლები გადატანილია. განახლებული განრიგის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით უახლოეს დღეებში. ვისაც სურვილი აქვს მარტის თვის სპექტაკლებზე შეძენილი ბილეთები დააბრუნოს, ოპერის სალაროში ნაყიდი ბილეთების თანხას აუნაზღაურებს ოპერის თეატრი, ხოლო ონლაინ ნაყიდი ბილეთებისას კი - www.tkt.ge", - წერია განცხადებაში.