23.იანვარი .2023 20:11

“თბილისის ორ ქუჩას ეწოდოს ბუბა კიკაბიძისა და მანანა დოიჯაშვილის სახელები” - “ლელოს” ინიციატივა

“თბილისის ორ ქუჩას ეწოდოს ბუბა კიკაბიძისა და მანანა დოიჯაშვილის სახელები” - “ლელოს” ინიციატივა
views 456
უკან

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ ლელო- პარტნიორობა თბილისისთვის“ თავმჯდომარე საბა ბუაძე საკრებულოს ინიციატივით მიმართავს, მუშაობა დაიწყოს რათა დედაქალაქის ორ ქუჩას ბუბა კიკაბიძის და მანანა დოიჯაშვილის სახელები ეწოდოს.

საბა ბუაძის თქმით, ორი ლეგენდარული ხელოვანი ამას იმსახურებს და ეს უნდა იყოს საერთო მსჯელობის და კონსენსუსის საგანი.

„მივმართავ დედაქალაქის საკრებულოს, თბილისის ორ ქუჩას ეწოდოს ბუბა კიკაბიძისა და მანანა დოიჯაშვილის სახელები. ეს უნდა იყოს საერთო მსჯელობისა და ინიციატივის შედეგი, რადგან ეს ორი ლეგენდა ამას ნამდვილად იმსახურებს. ჩვენი ქვეყნისთვის და ქართველი ხალხისთვის ბუბა კიკაბიძისა და მანანა დოიჯაშვილის მსგავსი გენიოსების დაკარგვა უდიდესი დანაკლისია,“ - წერს საბა ბუაძე