მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“თბილისის პარკინგი” დღეში 2 ათას ჯარიმას წერს - "სატრანსპორტო კომპანია"

5f185f6305941
სალომე მეცხვარიშვილი
22.07.20 21:00
1917
“თბილისის პარკინგი” დღეში 2 ათას ჯარიმას წერს,- ამის შესახებ BM.GE-ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელმა გიორგი შარკოვმა განუცხადა.

სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელმა განმარტა თუ რა სქემით ნაწილდება კომპანიაში შესული თანხები. მისი თქმით, ჯარიმებიდან შესული თანხა სრულად თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მიემართება, ხოლო ყოველწლიური საპარკინგე გადასახადი, ასევე არასწორი დგომისთვის ევაკუაციის თანხები რჩება უშუალოდ სატრანსპორტო კომპანიაში.

კითხვაზე, გაზრდილია თუ შემცირებული ჯარიმების რიცხვი მას შემდეგ, რაც დედაქალაქიდან “სითი პარკი” გავიდა, შარკოვი ამბობს, რომ მას “სითი პარკის” სტატიტიკაზე ინფორმაცია არ აქვს, ამიტომ შედარებასაც ვერ მოახერხებს.

შეგახსენებთ, კომპანია “სითი პარკთან” ხელშეკურულება თბილისის მერიამ 2018 წლის აპრილში გაწყვიტა. მას შემდეგ თბილისში საპარკინგე ინფრასტრუქტურა თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ გადაიბარა.