მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის რესტორნების სუბსიდირებაზე ბიუჯეტიდან 2 მლნ ლარამდე გამოიყოფა

6040ac5ac0dbc
ვიქტორია მღებრიშვილი
04.03.21 14:00
1905

თბილისის მერის მოადგილის ანდრია ბასილაიას განცხადებით, დღეს მთავრობის მიერ მოწონებული თბილისის მერის ინიციატივის განხორციელებისთვის, რაც თბილისში მცირე და საშუალო რესტორნების სუბსიდირებას გულისხმობს, ცენტრალური ბიუჯეტიდან დაახლოებით 2 მლნ ლარი გამოიყოფა, რითაც 400-მდე რესტორანი ისარგებლებს.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, რომელმაც გაიზიარა მცირე და საშუალო რესტონებიდან წამოსული ინიციატივა და რომელიც ითვალისწინებს 5 000-ლარიან დახმარების ვაუჩერს, რომელიც მცირე და საშუალო ზომის თბილისში მყოფ ბიზნესებს გადაეცემათ.

კრიტერიუმები რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება და იქნება მარტივი აპლიკაციის ფორმა, რომელსაც ისინი შეავსებენ. ამ პროგრამაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ მსხვილი ბიზნესები, ფრენჩაიზები და საერთაშორისო ქსელის ოპერატორები. ეს პროგრამა თბილისში მცირე და საშუალო ზომის რესტორნებზეა გათვლილია.

სუბსიდირების პროგრამას ცენტრალური მთავრობა განახორციელებს, რისთვისაც ბიუჯეტში ამ პროგრამისთვის დაახლოებით 2 მლნ ლარი გამოიყოფა და ჩვენი გათვლებით დაახლოებით 400 რესტორანი დააკმაყოფილებს მოთხოვნებს და მიიღებს ამ დახმარებას“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

როგორც მერის მოადგილემ მუნიციპალიტეტის მერიაში სპეციალურ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, თბილისში მოქმედ რესტორნებს რამდენიმე კრიტერიუმის დაკმაყოფილება მოუწევთ.

„კრიტერიუმები ზუსტდება და მომდევნო დღეებში დაანონსდება. ამ ეტაპზე საუბარია, რომ ბოლო 2 თვის განმავლობაში რესტორნის ბრუნვა უნდა იყოს 100 000 ლარი მაქსიმუმ და აქ საუბარია 20-დან 80 სკამამდე. ეს კრიტერიუმები რესტორნებთან ერთად შევიმუშავეთ და ემსახურება მიზანს, რომ დახამრება ყველაზე დაზარალებულმა სექტორმა მიიღოს“, - განმარტა ბასილაიამ.

 

თბილისის მერიის ინიციატივის თანახმად, ფინანსური დახმარება ობიექტებისთვის განისაზღვრა 5,000 ლარით. ერთი იურიდიული პირის მიერ ერთზე მეტი რესტორნის ოპერირების შემთხვევაში დაფინანსება შეადგენს 10,000 ლარს. სუბსიდიას მიიღებს ყველა ობიექტი, რომლებიც 2020 წლის 28 ნოემბრამდე დარეგისტრირდა.