მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციები გაიზარდა - TBC Capital

61a1246235696
თამთა ჯიჯავაძე
27.11.21 00:30
1079
თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამის შესახებ TBC Capital-ის მიმოხილვაშია აღნიშნული.

მიმოხილვის მიხედვით, 1-23 ნოემბრის პერიოდში, ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობის ზრდამ 2019 წელთან შედარებით 6% შეადგინა.

გარდა ამისა, 1-18 ნოემბრის პერიოდში, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით 54%-ით გაიზარდა.