მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის საერთაშორისო აეროპორტს კოვიდუსაფრთხოების და ჰიგიენის კატეგორიაში (ASQ) პრესტიჟული ჯილდო მიენიჭა

622a0982c6a33
BM.GE
10.03.22 18:48
771
თბილისის საერთაშორისო აეროპორტს მომსახურების ხარისხის პროგრამის კოვიდუსაფრთხოების და ჰიგიენის კატეგორიაში (ASQ) პრესტიჟული ჯილდო მიენიჭა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან ერთად აღნიშნული ჯილდო TAV-ის მიერ მართვად კიდევ 4 აეროპორტს გადასცეს. ACI World-ის „სააეროპორტო მომსახურების ხარისხის (ASQ) პროგრამა საშუალებას აძლევს მგზავრებს დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრებები მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის და გაუჯობესების მიზნით.

ACI World-ის გენერალური დირექტორი ფელიპე დე ოლივეირა: „ვულოცავ TAV Airports-ს წარმატებას „სააეროპორტო მომსახურების ხარისხის“ დაჯილდოებაში, რაც ყველაზე მაღალი აღიარებაა აეროპორტის ოპერატორებისთვის. მომხმარებლებმა გამოხატეს თავიანთი შეხედულება და აღიარეს TAV Airports-ის გუნდის წარმატებული ძალისხმევა პანდემიის დროს შექმნილ ძალიან რთულ ვითარებაში მომხმარებელთათვის საუკეთესო გამოცდილების შესაქმნელად.“

R