მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ხომალდების 6 ახალი სადგომი გაიხსნა

5d93583d52b59
ლევან თაღიაშვილი
01.10.19 18:25
1620

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო ხომალდების 6 ახალი სადგომი გაიხსნა, რომლის ტერიტორიაც 27 000 კვ.მ ფართობს მოიცავს. პროექტის ფარგლებში ასევე ახალი განათების სისტემებიც დამონტაჟდა.

ახალი სადგომები C კოდის საჰაერო ხომალდებისთვის არის გათვლილი. თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ჯამში საჰაერო ხომალდების 63 სადგომი აქვს. ინფრასტრუქტურული განვითარების პროექტის ფარგლებში თბილისის აეროპორტის ოპერატორმა კომპანია "ტავ ჯორჯიამ" 8 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.

როგორც TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი, თეა ზაქარაძე ამბობს, სადგომები ყველა საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს და ყველაზე მოთხოვნად საჰაერო ხომალდებს მოემსახურება.