მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის საკრებულოში დღეს 2023 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებენ

63abe42815582
BM.GE
28.12.22 10:33
415
თბილისის საკრებულოში დღეს დედაქალაქის მერის ანგარიშს მოუსმენენ და მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცებაზე იმსჯელებენ.

დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტი მილიარდ 632 მილიონ ლარია, რაც ფინანსთა სამინისტროსგან მისაღებ ტრანსფერთან და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან მისაღებ სესხთან ერთად, ჯამში, მილიარდ 768 მილიონ ლარს შეადგენს. დედაქალაქი ფინანსთა სამინისტროსგან 440 მილიონ ლარს, ხოლო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისგან 136 მილიონ ლარს მიიღებს.

აღნიშნული ბიუჯეტიდან სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, აღდგენისა და განვითარებისთვის გამოყოფილია 522,096,400 ლარი; ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობის, ექსპლუატაციისა და ავარიული შენობების გამაგრებისთვის - 243,813,700 ლარი; ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიზნით - 211,901,700 ლარი; ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით - 2,029,500 ლარი; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარებისთვის - 38,696,300 ლარი; ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიზნით - 144,160,700 ლარი; განათლების მიმართულებით - 225,917,800 ლარი; კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით - 52,531,400 ლარი; საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოების მიმართულებით - 11,436,800 ლარი.