მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

60c73c61424df
ინგა მურუსიძე
14.06.21 15:24
958
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, 15:00 საათიდან თბილისის მეტროს ყველა სადგური გაიხსნა. კომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ელექტროენერგიის გათიშვამ საბურთალოს ხაზის შეფერხება გამოიწვია. 

"ელექტროენერგიის შეზღუდვის გამო, 14:00 საათიდან თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი მგზავრებს დროებით ვერ ემსახურებოდა. 14:35 საათიდან მეტროს პირველ ხაზზეც ძაბვის ვარდნის გამო, მუშაობა ზონალურად შეფერხდა და მატარებლები „ახმეტელის თეატრიდან“ „დიდუბის“ მეტროსადგურამდე მოძრაობდნენ.

შეფერხების გამო, არცერთი მატარებელი გვირაბში არ გაჩერებულა და ყველა მგზავრმა მეტროსადგურები უსაფრთხოდ დატოვა.

ამ ეტაპზე, ძაბვის მიწოდება აღდგენილია და მეტროს ორივე ხაზი შეფერხების გარეშე მუშაობს. 15:00 საათიდან თბილისის მეტროს ყველა სადგური გაიხსნა", - ნათქვამია სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.