მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის სავაჭრო ცენტრებში ვაკანტურობა 11%-ია – უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვა

5f6259195f8d4
თამთა ჯიჯავაძე
16.09.20 23:30
1089
2020 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით თბილისის სავაჭრო ცენტრებში ვაკანტურობა შეადგენს 11%-ს, რაც 2019 წლის მეორე ნახევართან შედარებით მხოლოდ 1%-ითაა მომატებული. ამის შესახებ საუბარია Colliers International Georgia-ს უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვაში.

ამგვარად, მიმოხილვის მიხედვით, 2020 წლის პირველ ნახევარში თანამედროვე სავაჭრო ცენტრებში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეინიშნება.

ამასთან, პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სავაჭრო ცენტრების ოპერატორების მიერ მოიჯარეებისთვის ასევე გაკეთდა საშეღავათო ფასდათმობები და რიგ შემთხვევებში საერთოდ გათავისუფლდნენ ყოველთვიური გადასახადისგან.
„მთლიანად სავაჭრო ცენტრების ბრუნვა 20-დან 40%-მდე არის დაკლებული. გააჩნია სავაჭრო ცენტრს, იმ სავაჭრო ცენტრს, რომელსაც უფრო მეტი ტურისტული ნაკადები ჰყავდათ, უფრო მეტი შემცირება აქვთ“, – აღნიშნა BMG-სთან ინტერვიუში Colliers International Georgia-ს დირექტორმა ირაკლი კილაურიძემ.

ცნობისთვის, Colliers International Georgia-ს უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, 2020 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით, თბილისში მნიშვნელოვნად გაზრდილია ვაკანტურობის კოეფიციენტი ძირითად სავაჭრო ქუჩებზე – პეკინზე, ჭავჭავაძეზე, რუსთაველსა და აღმაშენებელზე.