მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის სახელოვნებო სკოლები ხვალიდან დროებით დაიხურება

5fa2a654643fc
ინგა მურუსიძე
04.11.20 20:55
814
ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ასევე, ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების რეკომენდაციის საფუძველზე, თბილისის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლებში ხვალიდან ადგილზე მუშაობა დროებით შეჩერდება.

თბილისის მერის მოადგილის, ანდრია ბასილაიას განცხადებით, აღნიშნულ პერიოდში გარკვეულ სახელოვნებო დარგებში სასწავლო პროცესი ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება. იმ დარგებში კი, სადაც დისტანციური სწავლება პრობლემას წარმოადგენს, საგანმანათლებლო პროცესი დროებით შეჩერდება.

მისივე თქმით, დაინტერესებულმა პირებმა, სწავლების ფორმის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, სახელოვნებო სკოლების ადმინისტრაციას უნდა მიმართონ.

"სახელოვნებო სკოლებში მუშაობა განახლდება მაშინ, როცა საკოორდინაციო საბჭო და ეპიდემიოლოგები შესაბამის რეკომენდაციას გასცემენ", - თქვა ბასილაიამ.

ცნობისთვის, სააღმზრდელო პროცესი შეწყდა თბილისის ბაგა-ბაღებშიც. ხოლო სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ.