01.მარტი .2020 12:47

თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტს დეზინფექცია უტარდება - ფოტოები

views 445
უკან

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მუნიციპალური ტრანსპორტი სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ტრანსპორტის დეზინფექცია ღამის საათებში ხდება, რისთვისაც რამდენიმე ხსნარი - მიკრობაკფორტე, ლიზოფორმინი, სტერისეპტფორტე, ბაქტიციდი გამოიყენება. 









დეზინფიცირება ასევე უტარდება თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებს, სადაც 10-მდე დასახელების სადეზინფექციო საშუალება გამოიყენება. სპეციალური ხსნარებით იწმინდება ყოველდღიურად მუნიციპალიტეტის სერვის ცენტრები და სახელოვნებო სკოლები.

დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით, საბავშვო ბაგა-ბაღებში არდადეგები გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ოფიციალური ინფორმაციით, ახალი ვირუსით სულ სამი პირი არის ინფიცირებული. აქედან ერთს სიმპტომები იტალიაში, ორს კი ირანში ვიზიტის შემდგომ გამოუვლინდა.