მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის შემდეგ უკრაინული Bees Airline-ი ფრენებს ბათუმშიც განახორციელებს

60ae1c9b86688
ვიქტორია მღებრიშვილი
26.05.21 14:14
948
უკრაინული ავიაკომპანია Bees Airline თბილისის შემდეგ პირდაპირ ფრენებს ბათუმის მიმართულებითაც განახორციელებს. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათი ცნობით, 9 ივნისიდან, უკრაინული ავიაკომპანია Bees Airline, კვირაში ორი სიხშირით, პირდაპირ ფრენებს კიევი - ბათუმი - კიევის მიმართულებით შეასრულებს.

"ზაფხულის სეზონზე ავიაკომპანია კიევიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირ რეისებს კვირაში სამი სიხშირით Boeing 737 ტიპის საჰაერო ხომალდებით განახორციელებს", - აღნიშნავენ აეროპორტების გაერთიანებაში.