26.ნოემბერი .2021 09:00

„თბილისის შემოგარენში უძრავ ქონებაზე ფასები 200%-ით გაიზარდა“

„თბილისის შემოგარენში უძრავ ქონებაზე ფასები 200%-ით გაიზარდა“
views 2013
უკან

„თბილისის შემოგარენში უძრავ ქონებაზე ფასები დაახლოებით 200%-ით გაიზარდა“ - ამის შესახებ საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრმა ნატა მოდებაძემ გადაცემა „ქალების ნარატივში“ განაცხადა. მისი განმარტებით, ეს ტენდენცია განსაკუთრებით პანდემიის შემდგომ შეინიშნება.

„თბილისის შემოგარენში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა გაზრდილია, გაიზარდა ფასებიც, განსაკუთრებით გამოვყოფდი წყნეთს, პანდემიის შემდგომ პერიოდში შემოგარენში ფასი დაახლოებით 200%-ით არის გაზდრილი, ეს კარგია, მაგრამ ასეთ უბნებს ინფრასტრუქტურულად მოწყობა აკლია, მაგალითად არის გზის, წლის, შუქის პრობლემები. რაც შეეხება ზოგადად უძრავ ქონებას, ფასები არ დაიკლებს, რადგან ეს არ არის ცალკეული ელემენტი– ყველაფერი ერთმანეთის ფასებზეა გადაჯაჭვული: თუ ძვირდება საწვავი, შესაბამისად ძვირდება ყველაფერი, მათ შორის საცხოვრებელიც, რადგან მშენებლობას სჭირდება მასალა, ავტომობილის მომსახურება, მუშახელი, მიწა“ - განმარტავს ის.

ნატა მოდებაძე ასოციაციაში ჩატარებულ კვლევასაც ეხმაურება, რომლის მიზანი იყო დაედგინა, თუ ვინ ინტერესდება უცხო ქვეყნებიდან საქართველოში უძრავი ქონების შეძენით.

„აღმოჩნდა, რომ საქართველოში უძრავ ქონებას უფრო მეტად, ისრაელელები, რუსები, უკრაინელები, ბალტიისპირეთის ქვეყნების მოქალაქეები და ევროპელები ყიდულობენ, რაც შეეხება ემიგრანტებს, ისინიც ძალიან აქტიურები არიან“ - აღნიშნავს მოდებაძე.