მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის შემოსავლელი გზის მე-15 კილომეტრზე ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწესდა

622c32f106d36
BM.GE
12.03.22 09:40
1876
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი ქარის და ნამქერების გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელი საავტომობილო გზის მე-15 კილომეტრზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.

უწყების ცნობით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.