მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის უბნები, სადაც ბინების გასაყიდი და ქირის ღირებულება ყველაზე მეტად გაიზარდა - TBC Capital

62adf733d43ab
ალა ისპირიანი
18.06.22 22:16
5824
საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე ბინების გასაყიდმა ფასმა მიმდინარე წელს 2021 წლის დონეს ყველა რაიონში გადააჭარბა.

"თიბისი კაპიტალის" მიერ გამოქვეყნებულ საცხოვრებელი უძრავი ქონების მაისის თვის მიმოხილვის მიხედვით, ბინების გასაყიდი ფასის ყველაზე მაღალი ზრდა ყოველწლიურად ვაკეში ფიქსირდება (+35%), რასაც მოჰყვება გლდანი (+28%) და ჩუღურეთი (+25%).

რაც შეეხება ბინების გაქირავების ღირებულებას, 2022 წლის მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქირა გაორმაგდა და +101.4% შეადგინა. ქირავნობის სარგებელმა კი - 11.4% შეადგინა, რაც 2021 წლის მაისს პერიოდს 4.6%-ით აღემატება.

მაისში ბინების ქირის ღირებულება თბილისის მასშტაბით ყველაზე მეტად ისანში (14,2%), დიდი დიღომში (13,9%) და სამგორში (12,3%) გაიზარდა.