მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის უბნები, სადაც უძრავი ქონება ყველაზე იაფია

5e540282d1d90
თამთა ჯიჯავაძე
25.02.20 00:00
9397
თბილისში უძრავი ქონება ყველაზე იაფი სამგორშია, სადაც ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება 512 აშშ დოლარია. ამის შესახებ უძრავი ქონების ბაზრის საკონსულტაციო კომპანია Cushman & Wakefield-ის 2019 წლის ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის მიხედვით, უბნების მიხედვით, კვადრატული მეტრის ღირებულება ასე ნაწილდება:

მთაწმინდა - 1032 აშშ დოლარი კვადრატული მეტრი;
ვაკე - 985 აშშ დოლარი კვადრატული მეტრი;
საბურთალო - 899 აშშ დოლარი კვადრატული მეტრი;
კრწანისი - 798 აშშ დოლარი კვადრატული მეტრი;
ჩუღურეთი - 733 აშშ დოლარი კვადრატული მეტრი;
დიდუბე - 687 აშშ დოლარი კვადრატული მეტრი;
ისანი - 575 აშშ დოლარი კვადრატული მეტრი;
გლდანი - 550 აშშ დოლარი კვადრატული მეტრი;
ნაძალადევი - 544 აშშ დოლარი კვადრატული მეტრი;
სამგორი - 512 აშშ დოლარი კვადრატული მეტრი;

ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, 2019 წელს თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე თამაშის წესები შეიცვალა, რაც ეროვნული ბანკის მიერ ფიზიკური პირების დაკრედიტების წესების ცვლილებას უკავშირდება.

დოკუმენტის მიხედვით, 2019 წელს თბილისში ყველაზე დიდი მოთხოვნა მცირე ზომის - 50 კვადრატულ მეტრზე ნაკლებ ბინებზეა. 2019 წელს თბილისში გაყიდული ბინების 69%-ის ფართობი 70 კვადრატულ მეტრზე ნაკლები იყო.