მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის უძრავი ქონების ტრანზაქციები მნიშვნელოვნად გაიზარდა - თიბისი კაპიტალი

627e44910cd5f
BM.GE
13.05.22 15:52
672

“თიბისი კაპიტალის” ინფორმაციით, 1-9 მაისის პერიოდში ახალგაცემული იპოთეკური სესხების მოცულობის ზრდის ტემპი 2021 წელთან შედარებით შემცირდა და 6%-ს გაუტოლდა.

"1-5 მაისის პერიოდში საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა თბილისში 96%-ით გაიზარდა წ/წ. 1-7 მაისის პერიოდში, არარეზიდენტების უნაღდო ხარჯვამ თიბისი ბანკის არხებით 14%-ით გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს. 1-9 მაისის პერიოდში, სურსათსა და ფარმაციაზე რეზიდენტების უნაღდო დანახარჯები 2021 წელთან შედარებით 42%-ს გაუტოლდა.

სხვა კატეგორიებზე რეზიდენტების უნაღდო დანახარჯები მცირედით გაიზარდა და ზრდამ 20%-ს შეადგინა წ/წ. სასტუმროებში უნაღდო ხარჯვის ზრდა თიბისი ბანკის არხებით გაუმჯობესდა და 16%- ს გაუტოლდა 2019 წელთან შედარებით 112 წ/წ.  რესტორნებსა და კაფეებში უნაღდო დანახარჯები 103%-ით გაიზარდა 2019 წელთან შედარებით 247 წ/წ"-ნათქვამია თიბისი კაპიტალის ანგარიშში.