მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის ზღვაზე €11 მილიონიანი GINO Outlet-ის გაჭიანურებული პროექტი - რა ხდება დღეს?

5fb994dc85631
ვიქტორია მღებრიშვილი
22.11.20 14:45
5026
"თბილისის ზღვის ტერიტორიაზე საქართველოში პირველი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აუთლეთის მშენებლობა იწყება" - „ჯინო აუთლეტის“ პროექტის დაწყების ეს ანონსი პირველად 2019 წლის ნოემბერში გავრცელდა, თუმცა დღემდე ტერიტორიაზე, სადაც აუთლეტის მშენებლობა უნდა დაწყებულიყო, არაფერი შეცვლილა.

ჰოლდინგის დამფუძნებელი ნოდარ გიორგაძე, რომელიც საქართველოში უცხოური - სლოვაკური ინვესტიციებით სხვადასხვა ბიზნესს მართავს, BM.GE-ისთან საუბრისას შემაფერხებელ ფაქტორებს შორის პროექტის თბილისის მთავრობასთან შეთანხმების გაჭიანურებას ასხელებს, რასაც პანდემიაც დაემატა.

„აუთლეტის თემატიკა მსოფლიოში პანდემიის გავლენით შექმნილმა მდგომარეობამ შეაფერხა - უამრავი ბრენდი გაკოტრდა და ბევრი სირთულე შეიქმნა ამ კუთხითაც. დღეს ეს პროექტი, პრაქტიკულად, უკვე შეთანხმებული გვაქვს ქალაქთან. ვფიქრობ,  სამშენებლო ნებართვას ალბათ 1 თვეში მივიღებთ, თუმცა მშენებლობას, დიდი ალბათობით, 1 წლით გადავდებთ და მომავალი წლის სექტემბრიდან დავიწყებთ“, - განაცხადა ბიზნესმენმა.

პროექტის ღირებულება 11 მლნ ევროა და მისი განხორციელება 2021-2022 წლებში იგეგმება. აშენდება, დაახლოებით, 14 000 მ2 ფართი, საიდანაც 7 000 მ2 იქნება სავაჭრო ფართები, გასართობი ცენტრებით და პარკინგით. აღნიშნული პროექტი 180-200 ადამიანს დაასაქმებს.

“მშენებლობას მაშინ დავიწყებთ, როცა საქართველოსა და მსოფლიოში უფრო მეტი სტაბილიზაციის ელემენტები გაჩნდება და ის ბრენდებიც, რომლებიც აუთლეტში შემოვლენ უფრო სტაბილურად იქნებიან“, - უთხრა BM.GE-ის ინვესტორმა.