16.სექტემბერი .2021 12:46

თბილისის ზღვის ბულვარი და 15 საქალაქო პარკი - კალაძის დაპირება

თბილისის ზღვის ბულვარი და 15 საქალაქო პარკი - კალაძის დაპირება
views 1353
უკან

თბილისი მერობის კანდიდატი კახა კალაძე, მოქალაქეებს დედაქალაქში 15 პარკის მოწყობას ჰპირდება. ამის შესახებ მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ მერობის კანდიდატის გარემოს დაცვის პოლიტიკის წარდგენისას ისაუბრა.

„ჩვენი ერთ-ერთი მიზანია თბილისი პარკების ქალაქად გადავაქციოთ, ამისთვის მნიშვნელოვანია ისეთი სივრცეების რეაბილიტაცია, როგორშიც ახლა ვიმყოფებით გოძიაშვილის პარკში, რომლის რეაბილიტაცია წინა წლებში შეიქმნა.

მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ იმაზე, რომ შეიქმნას ახალი პარკები იმ ადგილებში სადაც დღეს ხევია, გზა ან ნაგავია და პრობლემაა ქალაქისთვის“, - განაცხადა მერის მოადგილემ.

ანდრია ბასილაიამ 9 ახალი პარკის პროექტი წარადგინა:

1. კრწანისის რაიონში გორგასალის ბულვარის პროექტი, სადაც საავტომობილო გზა მიწის ქვეშ ჩავა, მოეწყობა ბულვარი კომერციული სივრცეები და ამ ბულვარის მთავარი ხერხემალი ერთიანი სარეკრეაციო სივრცე იქნება;

2. დიღმის ჭალების პარკი - დღეს ეს ადგილი პრობლემაა, სხვადასხვა სამშენებლო დანაგვიანების და ეკოლოგიური პრობლემების გამო. ეს პროექტი არის გარანტი რომ დიღმის ჭალები გადარჩება და შედგება სარეკრეაციო სივრცე. პროექტი აზიის განვითარების ბანკის ხელშეწყობით სამუშაოები მომავალი წლიდან დაიწყება.

3. ზღვის უბნის პარკი - პირველი ახალი პარკია, რომელზეც მუშაობა კახა კალაძის გუნდმა დაიწყო. სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და ერთ წელიწადში ეს პროექტი დასრულდება;

4. ვაზისუბნის პარკის მოწყობა მერიას გენგეგმით დაევალა;

5. თბილისის ზღვის ბულვარი - მოსახლეობისგან ძალიან დიდი მოთხოვნაა, რომ ახლოს იყვნენ ზღვასთან, ამიტომ ჩვენ შევქმნით სარეკრეაციო სივრცეს;

6. სამხედრო ქალაქის პარკი - პროექტის განხორციელება მომავალი წლიდან დაიწყება;

7. ცენტრალური პარკი იპოდრომის ტერიტორიაზე - მისი პროექტირება აქტიურ ფაზაშია, მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. აქ ძალიან მალე ჩვენ ქალაქის შუაგულში საერთაშორისო სტანდარტების პარკს მივიღებთ;

8. გლდანის პატარა ტბაზე პარკის პროექტის განხორციელება პანდემიის გამო ვერ დავიწყეთ და უკვე დაპირებად ჩავდებთ პროგრამაში. ამ პროექტს, რომელიც უკვე გვაქვს განვახორციელებთ;

9. ავჭალის პარკი - აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით პროექტი უკვე შედგენილია; არსებული პარკების რეაბილიტაციით ჩვენ დავასრულებთ ქალაქში არსებული ყველა ძველი პარკის რეაბილიტაციას.

10. დიღმის ტყე-პარკი– სამწუხაროდ ტერიტორიის დიდი ნაწილი კერძო საკუთრებაშია, მიმდინარეობს მოლაპარაკებები და სულ მალე სრულად დავიბრუნებთ ამ ნაწილს და სრულად განვახორციელებთ ამ პროექტს; 

11. დენდროლოგიური პარკი - მართლაც საუკუნის პროექტია, რომელიც თბილისის ზღვის მიმდებარედ მდებარეობს, ეს დაახლოებით 160 ჰა ტერიტორიაა, რაც იმას ნიშნავს რომ ის ვაკის პარკზე 10-ჯერ დიდი ტერიტორიაა;

12. ვაკის პარკის ტერიტორია დაახლოებით 18 ჰა-ია. მისი პროექტირება უკვე დასრულდა და სამუშაოები მომავალი წლიდან დაიწყება;
 
13. ვაკის პარკი - უკვე ჩაშვებული გვაქვს კონკურსი, რომელიც აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება;

14. სარაჯიშვილის 4 კმ-იანი ბულვარი მოსკოვის პარკის მსგავსად მოეწყობა;

15. სამგორის პარკი წლების განმავლობაში კერძო საკუთრებაში იყო და მას აუცილებლად ჩაუტარდება რეაბილიტაცია“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა