მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თბილისის ზღვის ჰოსპიტალში 1 კრიტიკული პაციენტია მოთავსებული" - ექიმი

5e9d6d8889d1c
ინგა მურუსიძე
20.04.20 14:02
770
"თბილისის ზღვის ჰოსპიტალში 1 კრიტიკული პაციენტია მოთავსებული", - ამის შესახებ თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარეხ ბექაიამ განაცხადა და დასძინა, რომ მისი ანალიზი ლუგარის ლაბორატორიაში ახლა იგზავნება.

„ამ წუთისთვის კლინიკაში 43 პაციენტი გვყავს. 34 კვლევა იქნა გაგზავნილი ლუგარის ლაბორატორიაში და 34-ვე უარყოფითი პასუხი მივიღეთ. 1 არის კრიტიკული პაციენტი, რომელიც წალკიდან გადმოიყვანეს. მას აღენიშნება ცალმხრივი პნევმონია და ტესტი ახლა იგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში“, - განაცხადა ბექაიამ.

შეგახსენებთ: საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 399-მდე გაიზარდა; covid-19 ქვეყანაში 93-მა პაციენტმა დაამარცხა; ვირუსმა იმსხვერპლა 3 პაციენტი.