მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში მედპერსონალის ორი წევრი დაინფიცირდა

5e8ad63a2057f
ინგა მურუსიძე
06.04.20 11:10
973
თბილისის ზღვის ჰოსპიტალში სამედიცინო სფეროს ორი წარმომადგენელი კორონავირუსით დაინფიცირდა, - ამის შესახებ საავადმყოფოს წარმომადგენელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ექიმის განმარტებით, მედპერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქია და მათთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი კარანტინშია გადაყვანილი.

„ამჟამად, 50 პაციენტი მკურნალობს კლინიკაში. გუშინ დაგვემატა 4 პაციენტი და ისინი გადავიყვანეთ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. მართვით სუნთქვაზე არცერთი პაციენტი არ გვყავს. გუშინ მოგვიანებით მოვიდა ორი პასუხი, ესენი იყვნენ ჩვენი დაბალი მედპერსონალის პასუხები. მათი მდგომარეობა მსუბუქია, თუმცა გადაყვანილნი არიან საუნივერსიტეტო კლინიკაში; დაინფიცირებულია დაბალი მედპერსონალის ორი წარმომადგენელი. ისინი გადაყვანილნი არიან საუნივერსიტეტო კლინიკაში. ეპიდემიოლოგებთან შეთანხმებით, კლინიკაში შეწყდა პაციენტების მიღება, ვიდრე არ შემოწმდა დანარჩენი მედპერსონალი და ამის შემდეგ ღამით განახლდა მიღება. მედპერსონალთან, ვისთანაც მათ ჰქონდათ შეხება, გადაყვანილნი არიან კარანტინის რეჟიმში. მათი მომსახურეობის არეალი იყო მცირე, უფლება-მოვალეობებიდან გამომდინარე“, - განაცხადა თბილისის ზღვის ჰოსპიტლის წარმომადგენელმა.

მისივე ინფორმაციით, კარანტინში გადაყვანილია სულ 5 ადამიანი.