მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის ზღვის კლუბი: აუზებზე შეზლონგებს შორის 2 -მეტრიან დისტანციას ვერავინ დაიცავს

5ed62fff25ff0
ანუკა ჯოხაძე
02.06.20 14:48
2166
“ვერავინ დაიცავს აუზებისთვის დაწესებულ რეგულაციებს, ეს არის ყოველთვის იმის მიზეზი, რომ მოვიდნენ და 15 000 ლარით დაგაჯარიმონ”, - ამის შესახებ BM.GE-ისთან თბილისის ზღვის კლუბის მფლობელმა დავით ზოდელავამ განაცხადა.

როგორც ზოდელავა ამბობს, აუზების უმეტესობას გაუჭირდება შეზლონგებს შორის არანაკლებ 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა, ამიტომ  მისი განმარტებით, შესაძლოა, თბილისში ბევრი აუზი ვერც გაიხსნას.

დავით ზოდელავა იმასაც ამბობს, რომ ღია და დახურული ტიპის აუზებისთვის განსხვავებული რეკომენდაციები უნდა ყოფილიყო შეთავაზებული, რადგან ორივეგან სხვადასხვა სპეციფიკაა.

“ყველაზე სერიოზული მოთხოვნაა 6 კვადრატულ მეტრ ფართობზე 1 ადამიანის განთავსება. ჩვენ შევძლებთ, მაგრამ ბევრ აუზს ალბათ გაუჭირდება შეზლონგებს შორის 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა. ეს წესი რომ მხოლოდ დახურული აუზებისთვის იყოს დაწერილი და არა - ღია აუზებისთვის, მაშინ უფრო ლოგიკური იქნება რეგულაციები. ღია სივრცეში თუ 10 კაცის ერთად ყოფნის უფლებას აძლევ მოსახლეობას, რესტორნებში მაგიდებთან 6 კაცს სვამ, 2 მეტრში რატომ უნდა წამოწვეს შეზლონგზე ადამიანი?! ეს ჩანაწერი ცოტა მეტ განმარტებას მოითხოვს. ვერავინ დაიცავს ამას, ეს არის ყოველთვის მიზეზი იმის, რომ მოვიდნენ და 15 000 ლარით დაგაჯარიმონ", - აცხადებს თბილისის ზღვის კლუბის დამფუძნებელი დავით ზოდელავა.