თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები შეზღუდული ოპერირების რეჟიმზე გადადიან. ამის შესახებ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილემ თეა ზაქარაძემ "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა.
ზაქარაძის განმარტებით, კორონავირუსის გავრცელების ფონზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მხოლოდ ორი ავიაკომპანია მოახდენს ოპერირებას.
"დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდება 7 ავიარეისი, ხოლო 21 მარტიდან თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები გადადიან შეზღუდული ოპერირების რეჟიმზე. რას ნიშნავს ეს რეჟიმი? – ეს ნიშნავს იმას, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გვრჩება ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი და ასევე არაბეთის გაერთიანებული საემიროების ავიაკომპანია Flydubai, რომელიც კვირაში 4 რეისს განახორციელებს. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ დღის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საშუალოდ 2-3 რეისი განხორციელდება. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი კი პრაქტიკულად უკვე გაჩერდა.
ყველა ავიაკომპანია, რომელიც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებდნენ, ტოვებს ქართულ ავიაბაზარს, მაგრამ ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი მალე აღდგება", – განაცხადა TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილემ "საქმიან დილასთან" საუბრისას.
ზაქარაძე ამბობს, რომ სამგზავრო ავიარეისების პარალელურად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი კვლავინდებურად მოემსახურება სატვირთო გადაზიდვებსაც და ამ სეგმენტში ყოველ კვირაში 7-8 რეისი განხორციელდება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი