01.ოქტომბერი .2019 10:25

„თბილისობა 2019“ 5-6 ოქტომბერს გაიმართება

views 350
უკან


5-6 ოქტომბერს „თბილისობა 2019“ გაიმართება. საზეიმო ღონისძიებებისთვის უკვე შერჩეულია ადგილმდებარეობები - რიყე, ლეღვთახევი, მეტეხის ხიდი, ევროპისა და ორბელიანის მოედნები.

თბილისობის წლევანდელი პროგრამა განახლებულია და მრავალფეროვან აქტივობებს მოიცავს. ღონისძიებებს შორის იქნება საბავშვო კონცერტები და ატრაქციონები; კულინარიის, ტკბილეულისა და ყვავილების ფესტივალები; კოსტიუმირებული მსვლელობები და სპორტული აქტივობები; „მულტიეთნიკური თბილისი“ რიყეზე; ორბელიანის ღია ბაზარი; პროექტი „გვიდიროჟორე“; თბილისთან დაძმობილებული ქალაქების პავილიონები; მუსიკალური წარმოდგენები და სხვა.

ლეღვთახევში მოეწყობა „მუზეუმი ღია ცის ქვეშ“, სადაც წარმოდგენილი იქნება პროექცია კლდეზე: ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების ვიდეოები, ცნობილი ფერწერული ნამუშევრები და ა.შ. ამ ადგილის დათვალიერებისას ინსტალაციის შესაბამისად შეიცვლება მუსიკა და გამოსახულება. მეტეხის ხიდზე კი სპორტული და რარიტეტული ავტომანქანების გამოფენა მოეწყობა.

5 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ორბელიანის მოედანზე გაიმართება საპატიო თბილისელების დაჯილდოება და გალაკონცერტი - „მე ვარ თბილისი“. ღონისძიებაზე სახელოვანი წინაპრების პარალელურად, წარმოჩენილი იქნება ახალი თაობა, როგორც დედაქალაქის წინსვლისა და უკეთესი მომავლის საწინდარი.

საღამოში მონაწილეობას მიიღებენ საშემსრულებლო ხელოვნების თვალსაჩინო მოღვაწეები და სახელგანთქმული კოლექტივები. წარმოდგენილი იქნება: „დილის საარი“, მოძრაობის თეატრის კომპოზიცია; ცინუკი დადიანის კადრები და ნუკრი კაპანაძე - „გამარჯობა, ჩემო თბილის ქალაქო“; „საჰაერო კინტაური“;

სოფიკო ჭიაურელი და ნატო მურვანიძე „კინტაური „ხანუმადან“; გიორგი სუხიტაშვილის გამოსვლა; ლადო გუდიაშვილის ცეკვა და მოძრაობის თეატრის კომპოზიცია - „ქართველი მხატვრები“; კახი კავსაძის ჩანაწერი, ბელა მირიანაშვილის კადრები. მიშო ჯავახიშვილი და ნანუკა ხუსკივაძე - „ქარი კვლავ არხევს“; ნინო რამიშვილის „ჯეირანი“, „სუხიშვილების“ „დავლური“ და „ყარაჩოღლური“; გიული ჩოხელი და ნოდარიკო ხუციშვილი - კომპოზიცია „მოგონებები“;

ჭაბუკიანის კადრები და ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო დასის ნომერი; ნანული აბესაძე - „შენ, მხოლოდ შენ“; გოგი ალექსიძისა და მარიამ ალექსიძის ნომერი - ერთგვარი ერთობლივი ცეკვა გალაკტიონის ლექსზე); გოგი დოლიძის კადრები - ეკა მამალაძე და მიშო ჯავახიშვილი - „მონატრება“; კონცერტის დასასრულს კი ნანი ბრეგვაძე - „მუხამბაზი“ და ფინალური ნომერი, მიშა მდინარაძის მუსიკალური კომპოზიცია, რომელსაც ყველა მომღერალი ერთად შეასრულებს.

თბილისობის დასასრულს, 6 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ევროპის მოედანზე, დედაქალაქის მერიის მიერ დაფუძნებული თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება განუმეორებელი სანახაობა - „მუარე იქსფირიენს“, რომელიც წარმოადგენს აკრობატების საჰაერო შოუს როკ მუსიკის თანხლებით.
 
„თბილისობა 2019“-ის პროგრამა:


5 ოქტომბერი

რიყის პარკი
12:00 – 20:00

• ტრადიციული გასტრონომიული ფესტივალი
• ტკბილეულის ფესტივალი
• საბავშვო-გასართობი აქტივობები და ატრაქციონები
• საბავშვო კონცერტი
• ინსტალაცია - ,,ფიროსმანის პერსონაჟები“
• სპორტული აქტივობები
• ,,მულტიეთნიკური თბილისი”

ორბელიანის მოედანი
12:00 – 20:00
• ყვავილების ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი”
• ქართული ფილმის და მუსიკის პავილიონები
• თბილისთან დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები
• ,,ORBELIANI OPEN MARKET”
• მარიონეტების კოსტიუმირებული კარნავალი (მუსიკოსი ყარაჩოხელების ორკესტრი ,,მაღალი აბელა" და ,,ხანუმა")
• პროექტი „გვიდირიჟორე“


ლეღვთახევი
12:00-22:00
• „მუზეუმი ღია ცის ქვეშ“

მეტეხის ხიდი
12:00-18:00
• სპორტული და რარიტეტული ავტომობილების გამოფენა

მუსიკალური ღონისძიებები და ღია წარმოდგენები

ორბელიანის მოედანი
• 14:00 - თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი - „Wayne McGregor“ და ქართველო ქორეოგრაფების კო-პროდუქცია / ქუჩის წარმოდგენა თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში
• 20:00 - თბილისობის გალა კონცერტი და საპატიო თბილისელის დაჯილდოების ცერემონია


6 ოქტომბერი

რიყის პარკი
12:00 – 20:00
• ტრადიციული გასტრონომიული ფესტივალი
• ტკბილეულის ფესტივალი
• საბავშვო-გასართობი აქტივობები და ატრაქციონები
• საბავშვო კონცერტი
• ინსტალაცია - ,,ფიროსმანის პერსონაჟები“
• სპორტული აქტივობები

ორბელიანის მოედანი
12:00 – 20:00
• ყვავილების ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი”
• ქართული ფილმის და მუსიკის პავილიონები
• თბილისთან დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები
• ,,ORBELIANI OPEN MARKET”
• მარიონეტების კოსტიუმირებული კარნავალი (მუსიკოსი ყარაჩოხელების ორკესტრი ,,მაღალი აბელა" და ,,ხანუმა")

• პროექტი ,,გვიდირიჟორე”

ლეღვთახევი
12:00-22:00
• „მუზეუმი ღია ცის ქვეშ“

მეტეხის ხიდი
12:00-18:00
• სპორტული და რარიტეტული ავტომობილების გამოფენა

მუსიკალური ღონისძიებები და ღია წარმოდგენები

ორბელიანის მოედანი
• 17:00 თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის კონცერტი

ევროპის მოედანი
• 20:00 სპექტაკლი ,,MUARE EXPERIENCE” - საჰაერო თეატრი როკ მუსიკის თანხლებით, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა