09.სექტემბერი .2020 12:29

„თბილისობა 2020” გაუქმდა - „მოსახლეობა კონცერტებს ლაივ-რეჟიმში ნახავს“

views 307
უკან

"თბილისობა 2020” გაუქმდა, - ამის შესახებ განცხადება დღეს თბილისის მერმა კახი კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებისს გააკეთა.

მისი თქმით, მერიამ აღნიშნული გადაწყვეტილება არსებული პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე მიიღო.

“ყველამ იცით, რომ „თბილისობა“ ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას იმართებოდა, თუმცა არსებული რეალობიდან გამომდინარე მოგვიწევს მისი გადადება. ჩვენთვის მთავარია, ადამიანის სიცოცხლე და მათი ჯანმრთელობა.

შესაბამისად, „თბილისობის“ ღონისძიებები გაუქმდება. გვექნება კულტურის სამსახურთან მუშაობა, რომ დავგეგმოთ კონცერტები, რომელიც ლაივ-რეჟიმში გადაიცემა. საქართველოს მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, ტელევიზიის საშუალებით ნახოს ჩვენ მიერ დაგეგემილი კონცერტები”, - აცხადებს კალაძე

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა