მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლარის მიმართ გაუფასურდა, ევროს მიმართ გამყარდა

5f58d56d769a2
თელარა გელანტია
09.09.20 17:14
1104
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან 3.0975 ლარამდე გაუფასურდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0890 ლარი იყო.

შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.85 თეთრი შეადგინა.

ლარი გამყარდა ევროს მიმართ, რომლის კურსი 3.6420 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6429 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.09 თეთრი შეადგინა.

ლარი გაუფასურდა თურქული ლირას მიმართ 0.4135 ლარამდე, ხოლო გამყარდა ფუნტის მიმართ 4.0044 ლარამდე.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.