მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისს 40 ავტობუსი შეემატა - რომელ მარშრუტებზე ივლიან "ისუზუს" მარკის ახალი ავტბუსები

5e26a9a02bcb0
თელარა გელანტია
21.01.20 11:33
1924
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მოსახლეობას ახალი, 40 ერთეული „ისუზუს“ მარკის ავტობუსი წარუდგინა.

8-მეტრიანი, ევრო 6-ის ემისიის სტანდარტის ავტობუსები 23 იანვრიდან რამდენიმედღიანი ინტერვალით 8 მარშრუტზე გადანაწილდება.

„კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება, ქალაქში მოძრაობისას საკუთარ ავტომობილზე უარის თქმა - ეს არის ჩვენი იმ პოლიტიკის ერთ-ერთი ნაწილი, რომელიც 2 წლის წინ დავაანონსეთ და საზოგადოებას წარვუდგინეთ. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საოზგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ისეთი მოწესრიგებული და გამართული, როგორც ევროპულ ქალაქებსა და დედაქალაქებშია. ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ყველა ევროპულმა ქალაქმა გაიარა. ჩვენც ვაკეთებთ იმას, რაც სჭირდება თბილისს და თბილისელეებს“, - განაცხადა მერმა.

თბილისის მერიის ინფრმაციით, ახალი ავტობუსები შემდეგ მარშრუტებს მოემსახურება:

N17 - გადასასვლელი ხიდი - მუხიანის მე-4 მიკრორაიონი
N27 - სადგურის მოედანი - ვაშლიჯვრის დასახლება
N40 - ვარკეთილის მეურნეობა - ისანი
N45 - მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ - სოფელი გლდანი
N60 - გადასასვლელი ხიდი - მეტროსადგური „ღრმაღელე“
N62 - სადგურის მოედანი - ზღვის უბნის დასახლება
N73 - მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ - გლდანულა
N99 - მეტროსადგური „დელისი“ - ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონი.