მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისსა და ბათუმში, თიბისის მხარდაჭერით, კომპანია „ნოვას“ სამშენებლო და სარემონტო მასალების 2 ახალი მეგაცენტრი გაიხსნა

5ed8a3177e2bc
BM.GE
04.06.20 11:29
1102
თბილისსა და ბათუმში კომპანია „ნოვას“ სამშენებლო და სარემონტო მასალების 2 ახალი მეგაცენტრი გაიხსნა. პროექტი თიბისის მხარდაჭერით განხორციელდა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მეგაცენტრების მოწყობა ჯამში 3 მილიონი ლარი დაჯდა, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა 1.5 მილიონი ლარია.

2020 წლამდე „ნოვა“ ძირითადად B2B ბიზნესით იყო დაკავებული. 1 წლის წინ კი კომპანიამ თბილისსა და ბათუმში კომფორტული და კონკურენტუნარიანი მეგაცენტრების შექმნა გადაწყვიტა. ახალ ეტაპზე გადასასვლელად განახლდა კომპანიის ბრენდის ვიზუალური სტილი და სტრატეგია, საბოლოოდ კი, EBRD-ის ევროპელი კონსულტანტების ჩართულობით, სრულიად ახალი კონცეფციის 2 მეგაცენტრი შეიქმნა.

„ნოვას“ მეგაცენტრებში თბილისსა (8000 კვ.მ) და ბათუმში (8000 კვ.მ) 35 000-ზე მეტი დასახელების, როგორც საკუთარი წარმოების, ასევე იმპორტირებული სამშენებლო-სარემონტო პროდუქციაა განთავსებული.

მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში არსებული კრიზისული მდგომარეობის მიუხედავად, კომპანია „ნოვამ“ ყველა თანამშრომელი შეინარჩუნა და ახალ მეგაცენტრებში დამატებით 120 ადამიანი დაასაქმა. ჯამში კომპანიაში 420 ადამიანი მუშაობს.

კომპანია „ნოვა“ სამშენებლო მასალების ბაზარზე 2006 წელს გამოჩნდა. 2011 წლიდან საკუთარი საწარმოო ხაზები გახსნა და ამ დროისთვის თბილისსა და ბათუმში 200-ზე მეტი დასახელების პროდუქციას აწარმოებს, რომელთა რეალიზაცია ქვეყნის ფარგლებს გარეთაც ხდება. გარდა საწარმოო ხაზისა, „ნოვა“ აქტიურად ახორციელებს იმპორტს სხვადასხვა ქვეყნიდან და საქართველოში ექსკლუზიურად წარმოადგენს სამშენებლო სფეროში საერთაშორისო დონის ბრენდებს.