მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისსა და გურიაში ხუთი სკოლის მზის ელექტროსადგურებით აღჭურვაა გათვალისწინებული - GEDF

60ad28eec39f6
ნუცა ბაზლიძე
25.05.21 22:00
1114
თბილისსა და გურიაში ხუთი საჯარო სკოლისთვის მზის ელექტროსადგურების დამონტაჟებაა გათვალისწინებული. "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისა“ და მისი პარტნიორი ლიეტუვური კომპანია Viasolis-ის ერთობლივად შემუშავებულმა პროექტმა ლიეტუვის გარემოს დაცვის სამინისტროს კონკურსში 450 000 ევროს ოდენობის გრანტი მოიპოვა. ამის შესახებ BM.GE-ს "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორის მრჩეველმა ანი ჯანუყაშვილმა განუმარტა. 

„შეირჩევა კომპანია, რათა ჩატარდეს სკოლების სახურავების მდგრადობის ექსპერტიზა; ვამზადებთ ტექნიკურ დოკუმენტაციას და სკოლებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს; ბათუმში მსგავსი პროექტი წარმატებული აღმოჩნდა“, - განმარტავს ანი ჯანუყაშვილი. 

როგორც ის აღნიშნავს, ჯამურად, პროექტი 200 კვტ სიმძლავრეს მოიცავს. მისივე განმარტებით, აქტიური სამუშაოების დაწყება 2021 წლის შემოდგომის პერიოდში მოიაზრება, პროექტზე მუშაობის დასრულება კი 2022 წლის პირველ კვარტალშია გათვალისწინებული.