მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისსა და მის შემოგარენში მიწებზე მოთხოვნა 56%-ით გაიზარდა, თუმცა, წყნეთში შემცირდა

6140db6238205
თათია ჩაფიჩაძე
14.09.21 23:15
941
2021 წლის პირველ ნახევარში თბილისსა და მის შემოგარენში საცხოვრებელი დანიშნულების მიწებზე 822 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 56%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

"ქოლიერს ჯორჯიას" განახლებული მონაცემების თანახმად, ტრანზაქციების რაოდენობის მხრივ საკვლევ არეალში წავკისი, ტაბახმელა და თხინვალა ლიდერობენ. აღნიშნულ დასახლებებში 2021 წელს დარეგისტრირებული ტრანზაქციების რაოდენობა თითოეულში დაახლოებით 100 ერთეულს შეადგენს.

წყნეთში კი მოთხოვნამ 4.2%-ით დაიკლო, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს ვაკანტური მიწის ნაკვეთების სიმცირით და ამასთანავე მაღალი საფასო განაკვეთით.