აგვისტოდან ევროპის მიმართულებით პირდაპირ ავიარეისებს რამდენიმე კომპანია შეასრულებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში ისაუბრა. ნათია თურნავას ინფორმაციით, შეთანხმება უკვე მიღწეულია ავიაკომპანია "ლუფტჰანზასთან", მოლაპარაკებები მიმდინარეობს ასევე კომპანიებთან "ეარ ფრანსთან" და "ეარ ბალტიკთან".
"პირდაპირი ფრენები და ავიაკომპანიებთან შეთანხმებები უნდა ემსახურებოდეს გარკვეულ ლოგიკას, შესაბამისად, ჩვენ რა თქმა უნდა, ვერ დავუშვებდით რეგულარულ ფრენებს, ვიდრე არ გვეცოდინებოდა თავად მიმღები ქვეყნის პოზიცია. ახლა, როდესაც ვიცით, ვინ არიან ის სახელმწიფოები, ვინც ჩვენ უპირობოდ გვიშვებს, რა თქმა უნდა, მეტი საფუძველი გვაქვს, რომ მოველაპარაკოთ ავიაკომპანიებს და ავიაკომპანიებსაც მეტი საფუძველი აქვთ - კომერციულად მიმზიდველი იქნება მათი რეისები. ეს ეხება კომპანია "ლუფტჰანზას", რომელთანაც მიღწეული გვაქვს შეთანხმება, რომ ყველაზე გვიან 2 აგვისტოს აღდგება რეგულარული მიმოსვლა თბილისსა და მიუნხენს შორის, სიხშირით - კვირაში ორი ფრენა", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
რაც შეეხება სხვა მიმართულებებს და ავიაკომპანიებს, ნათია თურნავას განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკება "ეარ ფრანსთან" - მოსალოდნელია, რომ რეგულარულ ფრენებზე შეთანხმება აგვისტოდან მოხდეს, შარლ დე გოლის აეროპორტთან. მინისტრის ინფორმაციით, სიხშირეების რაოდენობა ჯერ მოლაპარაკების საგანია.
"ბალტიისპირეთის ქვეყნებში, სადაც ასევე იხსნება საზღვარი, "ეარ ბალტიკია" წარმოდგენილი, რიგა-თბილისის რეისის შესრულება ასევე აგვისტოში უკვე დაიწყება. "ამ ეტაპზე ფრენების სიხშირეზე ვსაუბრობთ - ჩვენი პოზიციაა, რომ კვირაში ერთი სიხშირე იყოს, კომპანია ახლა ამას განიხილავს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
როგორც დღეს გახდა ცნობილი, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო ევროპის ხუთ სახელმწიფოსთან საზღვარს უპირობოდ ხსნის: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. ამ ქვეყნის მოქალაქეებს, რეზიდენტებს საქართველოში შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტი, მხოლოდ პირდაპირი საჰაერო გზით.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო