მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“თბილისში 10 მეტროსადგურის რეაბილიტაციას 4-5 წელი დასჭირდება”- რომელი სადგურების განახლებაა გეგმაში?

61e587eec4509
ანუკა ჯოხაძე
17.01.22 23:49
6036
გურამიშვილი, სადგურის მოედანი, სარაჯიშვილი, მარჯანიშვილი, თავისუფლების მოედანი, 300 არაგველი, რუსთაველი, ისანი, წერეთლის გამზირი და ნაძალადევი - ეს ის მეტროსადგურებია, რომელთა რეაბილიტაციასაც თბილისის მერია მომდევნო წლებში გეგმავს.

როგორც BM.GE-თან თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი შარკოვი აცხადებს, ამ სადგურების რეაბილიტაციაზე ტენდერი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის დასრულების შემდეგ გამოცხადდება. რეაბილიტაცია კი ეტაპობრივად 4-5 წელიწადში დასრულდება.

მისი განმარტებით, ჯამში სარეაბილიტაციო სამუშაოები 45 მლნ ევრო დაჯდება.

“მეტროსადგურების რეაბილიტაციის ნაწილში, გეგმა გვაქვს 10 სადგურის რეაბილიტაცია განვახორციელოთ. დაფინანსება დაგეგმილია, რომ მოვიძიოთ EBRD-ისგან. მიმდინარეობს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომლის შედეგადაც ცნობილი გახდება, რა დაჯდება თითოეული მეტროსადგურის რეაბილიტაცია. ვვარაუდობთ, რომ ეს 45 მლნ ევრო დაჯდება. თუმცა ზუსტი ბიუჯეტი კვლევის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. კვლევის შემდეგ დაიწყება სატენდერო პროცედურები მეტროსადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. ჩვენ გვინდა რომ ეს ტენდერი იყოს დიზაინ ბილდის მეთოდით, პროექტირება/მშენებლობით, რითაც ვიმედოვნებთ, რომ უფრო მეტად დავზოგავთ დროს და დროულად დავიწყებთ რეაბილიტაციას.”-აცხადებს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორი, გიორგი შარკოვი.