მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში 12-მეტრიანი 126 ახალი ავტობუსი შემოვა - კახა კალაძე

5e560d4f3cb5f
ინგა მურუსიძე
26.02.20 10:21
1880
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში 12-მეტრიან ავტობუსებს კომპანია „თეგეტა მოტორსი“ შემოიყვანს.

როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, მერია არ ჩერდება და მომდევნო ეტაპი 18 მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა იქნება.

„ჩვენ უკვე დავიწყეთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგების მიმართულებით. დავიწყეთ ახალი ავტობუსების შესყიდვა, ჩამოვიდა 220 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსი, 90 ცალი 10-მეტრიანი ავტობუსი და ამაზე არ ვჩერდებით. გამოცხადებული იყო შესყიდვა 12-მეტრიან ავტობუსებზე და ჩვენ გვყავს გამარჯვებული კომპანია „თეგეტა მოტორსი“, რომელიც ვალდებულია, შემოიყვანოს 126 ერთეული bmc-ს მარკის ავტობუსი, რომლებიც იწარმოება თურქეთში. ეს ავტობუსები არის ევროპის სხავადასხვა ქვეყანაში, არის ბულგარეთში, არის ლონდონში. ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ დამატებით ახალი ავტობუსების შემოყვანას. ეს 126 ერთეული არის გაზზე მომუშავე ავტობუსი. უახლოეს მომავალში დაიწყება აწყობა-წარმოება და შემოყვანა დედაქალაქში“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ დედაქალაქში ავტობუსის მოცდის დრო 10 წუთს არ გადაშორდეს.