მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში 14 საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა - მიზეზი Covid-19-ის შემთხვევებია

615eacbfac571
ვიქტორია მღებრიშვილი
07.10.21 12:28
1256
თბილისში, დღეისთვის კოვიდ-19-ით ინფიცირების გამოვლენის ფაქტების გამო 14 საბავშვო ბაგა-ბაღია დახურული. ამის შესახებ BM.GE-ის თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ცნობით, სააღმზრდელო პროცესი გლდანის რაიონის 5 ბაღში - 53-ე, 100-ე, 135-ე, 186-ე, 173-ე; სამგორის 3 ბაღში - 45-ე, 72-ე, 86-ე; კრწანისში 145-ე ბაღში; დიდუბის რაიონის 2 ბაღში - 15-ე, 38-ე; ვაკეში - 75-ე; ჩუღურეთში - 10-ე და საბურთალოს რაიონში 74-ე რაიონში შეწყვეტილია. ამასთან 9 ბაღში ვირუსით ინფიცირება ბაღის თანამშრომლებს, ხოლო 5 ბაღში - აღსაზრდელებს დაუდასტურდათ.

„არსებული მძიმე პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, უკვე მეორე წელია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით მუშაობენ თბილისის საჯარო ბაღები.

რეგულაციები დეტალურად არის გაწერილი და მათი დაკმაყოფილებისთვის გასულ წელს საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ არაერთი პროექტი განახორციელა.

ერთ-ერთი ასეთი რეკომენდაცია ითვალისწინებს დაწესებულებაში კოვიდ-19-ით ინფიცირების ერთი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაშიც კი, საბავშვო ბაღის დახურვას საკარანტინე ვადით, კონტაქტში მყოფი პირები კი გადადიან იზოლაციაში. ბოლო მონაცემით, ამ მიზეზით უკვე დაიხურა 14 საბავშვო ბაღი“, - აცხადებენ ბაღების მართვის სააგენტოში.

შეგახსენებთ, რომ უწყებათშორისო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 4 ოქტომბრიდან განახლდა. ვირუსით ინფიცირების შემთხვევები კი 45-ე და 100-ე ბაღში 5 ოქტომბერს ბაღის აღსაზრდელებში დაფიქსირდა.