16.სექტემბერი .2021 11:28

თბილისში 200 ჰა-ზე ტყე გაშენდება - კალაძე

თბილისში 200 ჰა-ზე ტყე გაშენდება - კალაძე
views 3045
უკან

თბილისში 200 ჰა-ზე ტყე გაშენდება, - ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საარჩევნო პროგრამის გარემოს დაცვითი მიმართულების პრეზენტაციაზე განაცხადა.

"დედაქალაქში დაირგვება მინიმუმ 300 ათასი მწვანე ნარგავი, ასევე პარალელურად მიმდინარეობა ფიჭვების ჩანაცვლების პროგრამა, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ქალაქისთვის, რადგან ფიჭვების დიდი ნაწილი დაავადებული და გამხმარია. თბილისის ტყე გაშენდება 200 ჰა-ზე, რაც ძალიან მაგარი პროექტია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის ინფორმაციით, იგეგმება ახალი პროექტის შემოტანა, რაც გულისხმობს, რომ ადამიანებმა საკუთარ ეზოებში მოაწყონ და განაახლონ სივრცეები ახალი მცენარეებით.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა